loader

დუშეთში "ჯიპი" სიმაღლიდან გადავარდა - ავტომობილში 3 ბავშვი იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუშეთში "ჯიპი" სიმაღლიდან გადავარდა - ავტომობილში 3 ბავშვი იმყოფებოდა

დუშეთის რაიონში, არაგვის ხეობაში „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა.

როგორც „პალიტრავიდეოს“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილში სხვა მგზავრებთან ერთად სამი ბავშვი იმყოფებოდა. მგზავრებს, მათ შორის ბავშვებს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებები შედარებით მსუბუქი ხარისხისაა.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276- ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც
გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი