loader

სროლა ბათუმში: ურთიერთშელაპარაკებისას სიმამრმა სიძე დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა ბათუმში: ურთიერთშელაპარაკებისას სიმამრმა სიძე დაჭრა

ბათუმში, წუხელ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც "პალიტრავიდეოსთვის" გახდა ცნობილი, ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სიძე-სიმამრს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სიმამრის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

როგორც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრში "პალიტრავიდეოს" განუცხადეს, დაშავებული „მედცენტრშია“ გადაყვანილი. მას ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული.

ფაქტზე საქართველოს შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108 მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე განმარტებით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დანაშაული 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.