loader

ფასანაურთან პატრულმა გზააბნეული შვლის ნუკრი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფასანაურთან პატრულმა გზააბნეული შვლის ნუკრი იპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ფასანაურთან, საავტომობილო გზაზე გზააბნეული შვლის ნუკრი შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პატრულ-ინსპექტორებმა შველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს დაუკავშირდნენ.

პატრულ-ინსპექტორებმა და რეინჯერებმა შვლის ნუკრი ტყეში უვნებლად დააბრუნეს.