loader

გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა ანაკლიაში - საავადმყოფოში ამჯერად 6 ახალგაზრდა გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა ანაკლიაში - საავადმყოფოში ამჯერად 6 ახალგაზრდა გადაიყვანეს

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 6 ახალგაზრდა შეიყვანეს, საიდანაც 2-ს ალკოჰოლური, 2-ს კვებითი, ხოლო ერთს - გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. რაც შეეხება კიდევ ერთს, მას მხრის არეში ზედაპირული დაზიანებები აქვს მიყენებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს, როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 25 აგვისტოსაც, ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში 5 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს ჯამში 16-მა პირმა მიმართა. გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.

ასევე იხილეთ: ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრების რაოდენობამ წუხელ 10 ათასს გადააჭარბა