loader

რა სიახლეები ელით სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიახლეები ელით სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას

ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეები ბევრი სიახლით შეხვდებიან. 17 სექტემბრიდან სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სახელმძღვანელოები, ორი უცხო ენის შეთავაზება, V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება და გაკვეთილების ხანგრძლივობაში ცვლილებები ელით.

დაწყებით საფეხურზე, პირველ და VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კუთხით, შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: II კლასში 5 წუთით შემცირდება გაკვეთილების ხანგრძლივობა და 40 წუთს შეადგენს. პირველ კლასში ეს დრო 35 წუთი იქნება.

იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე. საუბარია წიგნების წონის შემცირებაზეც.

რაც შეეხება მცირეკონტინგენტიან სკოლებს, აქ რამდენიმე საგანში, შესაძლოა, ორ კლასს ერთი, გაერთიანებული გაკვეთილი ჩაუტარდეს და ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს.
ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყება.


ავტორი: თიკო ოსმანოვა