loader

ავარია ალავერდთან - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ალავერდთან - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

კახეთში, სოფლების - ალავერდისა და ოჟიოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „პალიტრავიდეოს“ თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მისივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პალიტრავიდეოს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა მოქალაქემ სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ავტორი: თაია არდოტელი