loader

ვანო მერაბიშვილი მკურნალობის კურსს გადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილი მკურნალობის კურსს გადის

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი კვლავ მკურნალობის კურსს გადის. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განაცხადა, შს ყოფილი მინისტრი ციხის პირობებში, მედიკამენტოზურად მკურნალობს.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რა პერიოდზეა გაწერილი ვანო მერაბიშვილის მკურნალობა, თუმცა აღნიშნავს, რომ მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა ის დამატებით გამოკვლევებს. "სასუნთქი გზების პრობლემების გარდა, აქვს სხვა პრობლემებიც, თუმცა, ექიმების განმარტებით, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა დამატებით გამოკვლევებს", - განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების განმარტებით, იგი ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა, კერძოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუმწვავდა სასუნთქი გზების მდგომარეობა და სუნთქვა უჭირდა.