loader

რას ამბობენ თრუსოს ხეობაში ლაშქრობისას დაკავებულები გათავისუფლების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ თრუსოს ხეობაში ლაშქრობისას დაკავებულები გათავისუფლების შემდეგ?

საქართველოს ხუთი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს. თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ახალგაზრდა: ბექა მაღრაძე, ქეთევან მაღრაძე, მზია გომური, ვახტანგ გუბელაძე და გია ბაღდოშვილი მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

გათავისუფლებული ახალგაზრდები ერგნეთის საგუშაგოდან მიკროავტობუსით გამოიყვანეს, სადაც მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.