loader

ბოლო ინფორმაცია ხაშურში გაჩენილი ხანძრის შესახებ - კვლავ არსებობს თუ არა ცეცხლის გავრცელების საშიშროება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო ინფორმაცია ხაშურში გაჩენილი ხანძრის შესახებ - კვლავ არსებობს თუ არა ცეცხლის გავრცელების საშიშროება?

ხაშურში, სოფელ ცედანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე დარჩენილია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მათივე ცნობით, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი.

ცნობისთვის, ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა, მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.

ტყის ხანძარს სოფელ ცედანში ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ.