loader

რა ხდება ამ წუთებში ხაშურში, ხანძრის ეპიცენტრში - დრონით გადაღებული კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ხაშურში, ხანძრის ეპიცენტრში - დრონით გადაღებული კადრები

სოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველები ცალკეულ კერებს ამუშავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო-სამაშველო მანქანა. მათ შორის ურთულეს რელიეფზე მუშაობს ტყის სახანძრო სპეცტექნიკა.

ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს. საგანგებო შტაბში მუდმივად ხდება ტყის მასივის მონიტორინგი დრონის საშუალებით.

ამ დროისთვის აღარ არსებობს ხანძრის ღია კერები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ტერიტორია.