loader

ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიამ დასკვნის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიამ დასკვნის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა.საუბარია 16-გვერდიან დოკუმენტზე, სადაც საუბარია ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილე მ.კ-ზე და მის როლზე ამ დაპირისპირებაში. დასკვნაში საუბარია, რომ ამ ჩხუბისას მ.კ-ს ჰქონდა გარკვეული ნივთი, რომელსაც არასრულწლოვანები ტარს უწოდებდნენ. ასევე არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც სწორედ მ.კ. სწორედ ამ ტარს აჩვენებს მოზარდებს. სხდომას არ ესწრებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ისინი გაეცნობიან დოკუმენტს და ამის შემდეგ წარმოადგენენ შენიშვნებს.რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც კომისია მსჯელობს, სერგი კაპანაძის განცხადებით, განხილული იქნება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც კომისიის მუშაობის შედეგად არის დადგენილი.