loader

გურჯაანში საბავშვო ბაღი დაარბიეს - ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურჯაანში საბავშვო ბაღი დაარბიეს - ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს. ფაქტის შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს, როდესაც სამსახურში მისულებს ბაღის ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საბავშვო ბაღიდან მოპარული არაფერი არ არის, თუმცა სრულად დაზიანებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია დამნაშავე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.



ავტორი: ნათია წითელაური