loader

იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი მძვინვარებს: ევაკუირებულია მილიონზე მეტი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი მძვინვარებს: ევაკუირებულია მილიონზე მეტი ადამიანი

იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, "ჯები" დაატყდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად ქალაქ ოსაკას საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა.

ტაიფუნი "ჯების" გამო იაპონიის დასავლეთ ნაწილში ასობით რეისი გაუქმდა, გაჩერებულია მატარებლების მოძრაობაც.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტაიფუინი საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.