loader

ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი, MR სათვალე “გეიმერებისთვის” და თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიების ინოვაციები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი, MR სათვალე “გეიმერებისთვის” და თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიების ინოვაციები

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციური ნაწარმი ერთ სივრცეში - ბერლინი მეათე გამოფენა-გაყიდვა "IFA 2018"-ს მასპინძლობს. საოჯახო ტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი, ტელევიზორები კიდევ უფრო უკეთესი გამოსახულებით და გაუმჯობესებული ფუნქციებით - წელს გამოფენაზე ჯამში 1 814 პროდუქტია წარმოდგენილი. ასევე, „IFA 2018“-ზე დასახელდა ის ტექნიკა, რომელიც მსოფლიოში პირველად წარმოადგინეს. ყველაზე დიდი ყურადღება კომპა¬ნია “Acer”-მა მიიპრყო, რომელმაც 7 ასეთი პროდუქტი წარმოადგინა. მათ შორის იყო ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი Swift 5-15, რომელიც ერთ კილოგრამსაც არ იწონის. მისი ზუსტი წონა 990 გრამია და აქვს full HD 1920x1080 IPS თაჩსქრინი. ასევე, კომპანია „Acer“-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ტაბი განათლებისთვის, ლეპტოპი განსაკუთრებული ეკრანით სპეციალურად გეიმინგისთვის. თამაშის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო The Predator Thronos - სკამი, კომპიუტერი, მონიტორები და ვირტუალური სათვალე . მისი ვიბრაცია ზუსტად ემთხვევა თამაშის მიმდინარეობას, რაც მოთამაშის აღქმას ამძაფრებს. გეიმერებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი იყო OJO 500 Windows Mixed Reality Headset – MR სათვალე, რომლის დიზაინიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად მოირგოს და შეგრძნებები გაუზიაროს გარშემომყოფებსაც. სათვალეში ინტეგრირებულია ხმის სისტემაც, რომელიც ასევე მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. MR სათვალის ფუნქცია მხოლოდ გეიმინგი არ არის, მისი გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებშიც. ბერლინში მეათე გამოფენა-გაყიდვა „IFA 2018“ 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.