loader

სუფრა და დუდუკი - "ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ, საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუფრა და დუდუკი - "ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ, საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს"

რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენციის საწინააღმდეგო აქციაზე სიმბოლურად სუფრა გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პერფორმანსი იმის სიმბოლოა, თუ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.

"ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ, საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს", - განაცხადა აქციის მონაწილემ, მანანა ანდღულაძემ.

აქცია-პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.