loader

ვინ იყო ვაზიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ჯარისკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო ვაზიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ჯარისკაცი

ვა­ზი­ან­ში, სას­რო­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 26 წლის ვაჟა შა­თი­რიშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 7 სექ­ტემ­ბერს გა­ავ­რცე­ლა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე-12 ბა­ტა­ლი­ო­ნის მე-3 ასე­უ­ლი, ვა­ზი­ან­ში არ­სე­ბულ სას­რო­ლეთ­ზე სწავ­ლე­ბის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და და შემ­თხვე­ვა სწავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და:

"რო­დე­საც სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ტო­ვებ­დნენ სას­რო­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ას, ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­დაბ­რუნ­და მი­წაყ­რი­ლი­ან გზა­ზე, რის შე­დე­გა­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო მძღოლ­მა, რი­გით­მა გი­ორ­გი ძა­გა­ნაშ­ვილ­მა, მან­ქა­ნის მე­თა­ურ­მა, რი­გით­მა ვაჟა შა­თი­რიშ­ვილ­მა და მე­ტყვი­ამფრქვე­ვე გი­ორ­გი ვარ­ძე­ლაშ­ვილ­მა.

სა­მი­ვე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა ინ­გო­როყ­ვას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა ვაჟა შა­თი­რიშ­ვი­ლი. და­ნარ­ჩე­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მე-12 ბა­ტა­ლი­ო­ნის, მე­სა­მე მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ასე­უ­ლის, პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი ვაჟა შა­თი­რიშ­ვი­ლი 26 წლის იყო. ის სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში კონ­ტრაქ­ტით მსა­ხუ­რობ­და. შა­თი­რიშ­ვი­ლი ოჯახ­თან ერ­თად რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­და. ახალ­გაზ­რდა ჯა­რის­კაცს მე­უღ­ლე და სამი წლის ვაჟი დარ­ჩა.