loader

თურქეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს: ზღვაში შესულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სანაპიროზე გამოსვლა ვერ შეძლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს: ზღვაში შესულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სანაპიროზე გამოსვლა ვერ შეძლო

თურქეთში, ზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი თურქმა მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ საქართველოს მოქალაქე, 28 წლის არჩილ ყურშუბაძე ზღვაში შევიდა, თუმცა სანაპიროზე გამოსვლა ვერ შეძლო. ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ თურქ მაშველებს სანაპიროზე მყოფმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა შეატყობინეს.

არჩილ ყურშუბაძე სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, იგი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა, დაბა ქემალფაშაში ტრანსპორტი გააჩერა და ზღვაში შევიდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში თურქული მხარის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ზღვაში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

თურქეთში ამ დროისათვის იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. მოგვიანებით არჩილ ყურშუბაძის გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.