loader

"თვითონ ბავშვი იყო გულჩახვეული" - რას ჰყვება სკოლის დირექტორი 14 წლის გოგონას გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვითონ ბავშვი იყო გულჩახვეული" - რას ჰყვება სკოლის დირექტორი 14 წლის გოგონას გარდაცვალებაზე

არსებული ინფორმაციით, გორში, 14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ოჯახის წევრები და სკოლის დირექტორი გამოჰკითხეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს საქმეზე შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა.

ამასთან, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი გუშინ საღამოს იპოვეს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლში მისმა დედამ იპოვა.


ასევე დაგაინტერესებთ: "პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია" - რას ამბობს სკოლის დირექტორი 14 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?

გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს