loader

თუ ავტობუსით გიწევთ გადაადგილება საბურთალოზე - 2 ქუჩა, სადაც ტრანსპორტი პეკინის გამზირის ნაცვლად იმოძრავებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ავტობუსით გიწევთ გადაადგილება საბურთალოზე - 2 ქუჩა, სადაც ტრანსპორტი პეკინის გამზირის ნაცვლად იმოძრავებს

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე ("დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.

ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ "ჰოლიდეი ინნ"-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.