loader

პირდაპირ ეთერში ადევნეთ თვალყური ქარიშხალ "ფლორენსს", რომლის გამოც აშშ-ში მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირ ეთერში ადევნეთ თვალყური ქარიშხალ "ფლორენსს", რომლის გამოც აშშ-ში მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული

ქარიშხალი "ფლორენსი", რომელიც აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება, პირველ კატეგორიამდე შესუსტდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ქარიშხლის პრევენციის ეროვნულ სამსახურში განაცხადეს.

ქარიშხლის სიჩქარე საათში 177 კილომეტრიდან 150 კილომეტრამდე დაეცა. ამჟამად ქარიშხალი ქალაქ მორხედიდან 80 კილომეტრშია.

უწყებაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ქარიშხალ "ფლორენსის" მოახლოების გამო წყალდიდობის საფრთხე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ვირჯინიის და მერილენდის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროისათვის მილიონამდე ადამიანის ევაკუირება მოხდა.