loader

აშშ-ში შტორმის გამო 930 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში შტორმის გამო 930 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

აშშ-ში ტროპიკული შტორმის, "ფლორენსის" შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 11 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი ABC იუწყება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 8 დაღუპულზე.

ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ტროპიკული შტორმი "ფლორენსი" სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ქალაქ მირთლ-ბიჩიდან 95 კილომეტრშია და დასავლეთის მიმართულებით წამში 0,9 მეტრის სიჩქარით გადაადგილდება.

930 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამხრეთ კაროლინის ტერიტორიაზე შტორმმა წყალდიდობები გამოიწვია. სტიქიას ეროვნული გვარდიის ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი წყლის ტრანსპორტით, ვერტმფრენებითა და კატერებით ებრძვის.

პარასკევს "ფლორენსის" სიჩქარე ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა, რომლის სიჩქარეც საათში 110 კილომეტრს შეადგენს.