loader

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილება პატრიარქთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილება პატრიარქთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ

ზაზა სარალიძემ შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც ზაზა სარალძემ საპატრიარქოს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად აქციები პარლამენტთან მაინც გაგრძელდება, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოთხოვნებს შორის კვლავ უცვლელია ხელისფულების გადაყენება. აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძე საპატრიარქოდან გამოსვლის შემდგომ შეუძლოდ გახდა, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. როგორც სარალიძემ განაცხადა, პატრიარქმა ის დალოცა და ჰკითხა, არის თუ არა რამე წინ გადადგმული ნაბიჯი მომხდარი დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით. სარალიძის მტკიცებით, ილია მეორეს აქციების შეჩერებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და ზაზა სარალიძეს შორის პირისპირ შეხვედა საპატრიარქოში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.