loader

ადვოკატის განცხადებით, სმიტების 4 წლის შვილის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატის განცხადებით, სმიტების 4 წლის შვილის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა

გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი. ამასთან, ადვოკატების თქმით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ექსპერტიზის აღნიშნული პასუხები გამოძიების ვერსიას ეწინააღმდეგება. რაიან და ლორა სმიტები, ასევე, მათი მცირეწლოვანი შვილი 4 ივლისს მოკლეს. დანაშაულში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაურია.