loader

"შენ რატომ ლაპარაკობ?!.. ხელი არ დაარტყა!" - ხმაური და დაპირისპირება მძღოლებსა და ხორბლის იმპორტიორს შორის ლილოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ რატომ ლაპარაკობ?!.. ხელი არ დაარტყა!" - ხმაური და დაპირისპირება მძღოლებსა და ხორბლის იმპორტიორს შორის ლილოში

შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი 20 სექტემბერს, 11.00 საათზე ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.

როგორც მიმდინარე აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, მზად არიან აქციების პარალელურად 1-ელ ოქტომბრამდე მოლაპარაკებები აწარმოონ ფინანსთა მინისტრთან და ამის შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით, უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს, ასევე, გადაკეტავს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონას.

აქციაზე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რაც ერთ-ერთი იმპორტიორის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროში შეხვედრა ჰქონდა უწყების წარმომადგენლებთან, სადაც მიიღო პასუხი, რომ ხელისუფლება დათმობებზე არ წავა. ამის გამო იმპორტიორმა მძღოლებს პოზიციის შეცვლისა და დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდა. აღნიშნულმა განცხადებამ აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია და ამ პირს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავტორი: ნიკა საჯაია