loader

"კარგი, დაწყნარდი" - კადრები ლილოდან, სადაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი თავის დაწვას ცდილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგი, დაწყნარდი" - კადრები ლილოდან, სადაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი თავის დაწვას ცდილობს

გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთი მძღოლი შენობის სახურავზეა ასული და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

მას სახურავზე ბოთლით საწვავი აქვს ატანილი. ასევე, არსებული ინფორმაციით, მიყენებული აქვს თვითდაზიანებები.

მძღოლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა მინისტრი 16:00 საათამდე ხორბლის გადამზიდავ მძღოლებს არ შეხვდება და პრობლემის გადაჭრაში არ დაეხმარება, გამორიცხული არ არის, სიტუაცია გამწვავდეს.

გეზ-ის ტერიტორიაზე შეკრებილნი არიან პროტესტის მონაწილე სხვა მძღოლები და ისინი პრობლემის მოგვარებამდე აქციის დასრულებას არ აპირებენ.

სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტი გამოიწვია ფინანსთა სამინისტროს ახალმა რეგულაციამ, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადაზიდვა იკრძალება.