loader

რა ხდება თელავის რაიონში, სადაც მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თელავის რაიონში, სადაც მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივებმა სოფელ ყარაჯალისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და დაკავებული დავით ლეგაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი თანასოფლელი უდანაშაულოა და უკანონოდ დააკავეს.

დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში დღეს დილით მოხდა. 6 პირი სოფელ ყარაჯალას ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი 14 წლის მოზარდია. შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოგვიანებით აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩერეს.

ავტორი: ნათია წითელაური

ასევე იხილეთ: შეიარაღებული თავდასხმა თელავის ბაზარში: “ხელკეტებით და რკინებით გვირტყამდნენ

თელავის ბაზარში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა