loader

2019 წლის მეორე ნახევრიდან თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება, ნახეთ ახალი დიზაინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2019 წლის მეორე ნახევრიდან თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება, ნახეთ ახალი დიზაინი

თბილისში ტაქსები, სავარაუდოდ, თეთრი ფერის იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგება დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვა მიმდინარეობს. მძღოლებმა რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა გაიარონ და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებართვა აიღონ. 2018 წლის ნოემბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.



ასევე დაგაინტერესებთ: "იქ, ამ ადამიანებს არასდროს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე პროექტი განახორციელონ' - კახა კალაძე დიღმის ტყე-პარკზე