loader

დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ - გიორგი გახარია "ომეგა ჯგუფის" ადვოკატების სარჩელზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ - გიორგი გახარია "ომეგა ჯგუფის" ადვოკატების სარჩელზე

ძალიან დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, დაახლოებით 6 წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ, - ასე გამოეხმაურა "ომეგა ჯგუფის" ადვოკატების განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის მიხედვითაც, ისინი ლონდონის სასამართლოში წარსადგენად სარჩელებს ამზადებენ საქართველოს ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის, შს მინისტრის მიმართ.

რაც შეეხება გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, მინისტრის თქმით, როდესაც არსებობს ეჭვი, განსაკუთრებით, ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად, რათა კითხვებს შესაბამისი პასუხი გაეცეს.