loader

1-ლი იანვრიდან დღემდე, ტექდათვალიერება 20 000-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1-ლი იანვრიდან დღემდე, ტექდათვალიერება 20 000-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, 1-ლი იანვრიდან 80 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირება მოხდა. აქედან 60 ათასმა ავტომობილმა ტექდათვალიერება გაიარა, 20 ათასმა კი - ვერა.

იორდანიშვილის განცხადებით, ამ 20 ათასიდან განმეორებით ტექდათვალიერებაზე 13 ათასი გამოცხადდა, ხოლო 7 ათასი შესაძლოა, კვლავ აგრძელებს გადაადგილებას. მისივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 40 ინსპექტირების ორგანიზაცია მოქმედებს.