loader

კადრები იუსტიციის სახლიდან, სადაც მუშაობა პარალიზებულია - მძღოლების უპრეცედენტო რაოდენობა, რომლებსაც სურთ ტაქსის მსურველთათვის ლიცენზიის აღება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები იუსტიციის სახლიდან, სადაც მუშაობა პარალიზებულია - მძღოლების უპრეცედენტო რაოდენობა, რომლებსაც სურთ ტაქსის მსურველთათვის ლიცენზიის აღება

იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლების გრძელი რიგი დგას. მძღოლებს ტაქსის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სურთ.

ცნობისთვის, 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსების მძღოლებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს მერიის სპეციალურ საიტზე - "თბილისის ტაქსი", ასევე, იუსტიციის სახლსა და 10-ვე რაიონულ გამგეობაში აგვისტოდან შეეძლოთ. რეგისტრაციის ვადა უკვე იწურება. მათ შესაბამისი ნებართვის მისაღებად მხოლოდ 2 დღე დარჩათ.