X
"4 საათია რიგში ვართ, პასუხს არავინ არ გვცემს, ეს არის კატასტროფა" - ქაოსი და არეულობა იუსტიციის სახლში
15:10 / 28-09-2018
იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლების გრძელი რიგი დგას. მძღოლებს ტაქსის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სურთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტაქსის მძღოლების ნაწილმა განუცხადა, გრძელ რიგში დილიდან დგანან.

ამასთან, სააგენტოს კორესპონდენტის ინფორმაციით, გართულებულია გადაადგილება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ცნობისთვის, 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსების მძღოლებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს მერიის სპეციალურ საიტზე - "თბილისის ტაქსი", ასევე, იუსტიციის სახლსა და 10-ვე რაიონულ გამგეობაში აგვისტოდან შეეძლოთ. რეგისტრაციის ვადა უკვე იწურება. მათ შესაბამისი ნებართვის მისაღებად მხოლოდ 2 დღე დარჩათ.


რა ვითარებაა იუსტიციის სახლთან, სადაც მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია

კადრები იუსტიციის სახლიდან, სადაც მუშაობა პარალიზებულია - მძღოლების უპრეცედენტო რაოდენობა, რომლებსაც სურთ ტაქსის მსურველთათვის ლიცენზიის აღება
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ
სროლის ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)