loader

უბნები თბილისში, სადაც ხვალ, დღის პირველ ნახევარში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბნები თბილისში, სადაც ხვალ, დღის პირველ ნახევარში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

30 სექტემბერს, 08:00-დან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა "თბილისი-მარათონს" უკავშირდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, "თბილისი-მარათონთან" დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.