loader

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას "ძალა ერთობაშია" შეუერთდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას "ძალა ერთობაშია" შეუერთდა

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია განახლდა, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" შეუერთდა.

აქციის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძისა და პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ფილარმონიაში მივიდნენ, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ხვდებოდნენ. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობის გამართვა.



ასევე დაგაინტერესებთ: "ვთავაზობ ხელისუფლებას წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს და ნახონ იქნებ დაადგინონ მკვდარია თუ არა" - ზაზა სარალიძე ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მივიდნენ