"შევაგინე... როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი" - ახალი ფარული ჩანაწერი, რომელსაც "რუსთავი 2" ე.წ. სარდაფის ინციდენტთან დაკავშირებით ავრცელებს
22:11 / 01-10-2018
ტელეკომპანია "რუსთავი 2" ე.წ. სარდაფის ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთ აუდიომასალას ავრცელებს, რომლის მთავარი ფიგურანტი, "კურიერის" ინფორმაციით, ლევან ყიფიანია. ჩანაწერში სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლებს ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების დეტალებს უყვება.