loader

"დღემდე არ ვიცით, რა სჭირს, დიაგნოზი არ აქვთ, რაღაცას გვიმალავენ" - ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღემდე არ ვიცით, რა სჭირს, დიაგნოზი არ აქვთ, რაღაცას გვიმალავენ" - ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განაცხადა. ადვოკატისთვის უცნობია, ამჯერად რას უკავშირდება მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა.

შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს.