loader

ვრცელდება ბათუმში მომხდარი საზარელი ავარიის ამსახველი კადრები - უბედურ შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ბათუმში მომხდარი საზარელი ავარიის ამსახველი კადრები - უბედურ შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა.
გარდაცვლილები 20 წლის ახალგაზრდები - დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე, კლასელები იყვნენ და მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ.
ასევე იხილეთ: ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ბათუმში მომხდარ საზარელ ავარიას შეეწირნენ - მეგობრებმა მათ ხსოვნას ვიდეო მიუძღვნეს