loader

ჯარისკაცებს ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ - თეა თუთბერიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯარისკაცებს ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ - თეა თუთბერიძე

თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემის მიზნით, სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას თეა თუთბერიძემ განაცხადა, იკვეთება ტენდენცია, რომ ხდება ადამიანებზე ზეწოლა, რათა მათ მისცენ ჩვენება ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ.

ამასთან, თუთბერიძემ გაავრცელა ვინმე მანუჩარ დარასელიას ვიდეოჩანაწერი, რომელიც უკავშირდება უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტს.

თუთბერიძის თქმით, ჩანაწერში მანუჩარ დარასელია საუბრობს პროკურორ ხარებავასა და ასევე, იუსტიციის სამინისტროს სხვა თანამშრომლების და გამომძიებლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, რის გამოც მან ხელი მოაწერა იმ ჩვენებას, რომელიც წინ დაუდეს. თუთბერიძის თქმით, ამ ჩვენებაზეა დამყარებული ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, ბაჩო ახალაიამ ზვიად აბესაძეს თითქოს თავისუფლება აღუკვეთა.