loader

შსს ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიასთან და ვასილ სანოძესთან დაკავშირებით ედავება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიასთან და ვასილ სანოძესთან დაკავშირებით ედავება

შსს მთავარ პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიებისთვის მასალებს უგზავნის. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, საქმე ეხება 2006-2008 წელში ვანო მერაბიშვილის მხრიდან განხორციელებულ უკანონობას. კერძოდ, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით კუდ-ის დირექტორი დათა ახალაია და გენ.ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

გიორგობიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსამხურებრივი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შს მინისტრის ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით ხასიათს და 2008 წლის აგვისტოში შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძის შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე.

გიორგობიანის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. შემოწმებული მასალები რეაგირებისთვის. მისი თქმით, დღესვე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას.