loader

წვრილმანი დანაშაული 50%-ით გაიზარდა, თუმცა, საგანგაშო არაფერია - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წვრილმანი დანაშაული 50%-ით გაიზარდა, თუმცა, საგანგაშო არაფერია - ირაკლი ღარიბაშვილი

წინა თვეებთან შედარებით, წვრილმანი დანაშაულების შემთხვევები თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა, თუმცა, საგანგაშო არაფერია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დროს გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა, რითაც წვრილმანმა ხულიგნებმა ისარგებლეს და ქურდობებისა და წვრილმანი დანაშაულის შემთხვევებმა იმატა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში სამართალდამცავი ორგანოები მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტუაციის სრულ კონტროლს შეძლებენ.

მისივე განცხადებით, სამინისტროს დანაყოფების ჩამოყალიბების პროცესი დაახლოებით სამი კვირაა, რაც დასრულდა და უკვე გასული ერთი კვირის განმავლობაში, დანაშაულის პრევენციის კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული. მინისტრის თქმით, როგორც კრიმინალურმა პოლიციამ, ისე საპატრულო პოლიციამ მუშაობა აქტიურად განაახლა, ბოლო დღეების განმავლობაში გაიხსნა არაერთი ძველი თუ ახალი საქმე, მათ შორის, მკვლელობებიც და უახლოეს მომავალში ყველაფერი საჭირო კონდიციებს დაუბრუნდება.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, ნუ შექმნიან პანიკას, პროცესებს გაგებით მოეკიდონ და სამინისტროს საჭირო რეფორმების გატარებაში ხელს ნუ შეუშლიან.


ასევე იხილეთ: პატრულის 20-მდე თანამშრომელმა საკუთარი სურვილით დატოვა სამსახური