loader

"ისე ნუ გააკეთებენ, რომ ჩვენი შვილების გამო შური ვიძიოთ" - სოსო რობაქიძე მიქაძის გათავისუფლებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისე ნუ გააკეთებენ, რომ ჩვენი შვილების გამო შური ვიძიოთ" - სოსო რობაქიძე მიქაძის გათავისუფლებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ მიქაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე, ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრების აღშფოთება მოჰყვა.

ბუტა რობაქიძის ბაბუის, ამირან რობაქიძის თქმით, ზურაბ მიქაძე წლების განმავლობაში ამბობდა, რომ "ბანდიტმა რობაქიძემ ისროლა ავტომატი". მისი თქმით, აღნიშნული ავტომატი საქმეში აღარ ფიგურირებს.

აღშფოთება ვერ დამალა პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ. მისი თქმით, უახლოეს დღეებში "დიდი პროტესტის გამოხატვას" აპირებს.

მისივე თქმით, მოსამართლეს, რომელმაც მიქაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სასამართლოში უჩივლებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში თავიდან გაიმართება.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროს ზურაბ მიქაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 16 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

იხილეთ: ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულია თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე