loader

შსს ვანო მერაბიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ვანო მერაბიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანო მერაბიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი "ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები, რის გამოც გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხებიან საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი".

იხილეთ: "მკვლელო, მკვლელო" - დაკითხვიდან გამოსულ ვანო მერაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ