loader

შსს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო ბათუმში მომხდარი ინციდენტის ადგილის მიმდებარედ, გრიბოედოვის ქუჩაზე, "ავერსის" აფთიაქთან დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს.

შსს-ს განცხადებით, ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალა 28 მარტს, 10:40 საათზე მომხდარ ფაქტს სრულად ასახავს.

"ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა როინ ფარტენაძემ საგზაო მოძრაობის წესები და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა. ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყობა არ მიუყენებია. აღნიშნულ ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ:

შეხლა-შემოხლა აჭარის შს სამმართველოს უფროსსა და საია-ს თანამშრომლებს შორის

– საია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

ბათუმში მომხდარი ინციდენტის ამსახველი მასალა ვიდეოთვალის ჩანაწერიდან წაშლილია