loader

"ბოქსიორი პოლიციის შეფი" - სცემა თუ არა თელიამ საია-ს მძღოლი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოქსიორი პოლიციის შეფი" - სცემა თუ არა თელიამ საია-ს მძღოლი?

თბილისის ფორუმსა და "ფეისბუქზე" აქტიურად ვრცელდება ვიდეო სახელწოდებით "ბოქსიორი პოლიციის შეფი". ვიდეო ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე 28 მარტს მომხდარ ინციდენტს ასახავს. 48-წამიანი ვიდეო მოჭრილია იმ ჩანაწერიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. ვიდეოს ამ მონაკვეთში კადრი მოახლოებულია და ასე თუ ისე შესაძლებელია კადრში მოქმედი ფიგურანტების გარკვევა.

მარცხენა მხარეს გაჩერებული შავი "მერსედესიდან" კრემისფერ ქურთუკში ჩაცმული საია-ს თანამშრომელი როინ ფარტენაძე გადმოდის, მარჯვენა მხრიდან კი მასთან სალაპარაკოდ შავ კოსტიუმში ჩაცმული აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია მოდის. "მერსედესიდან" მათ უერთდებათ საია-ს კიდევ ერთი თანამშრომელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. დანარჩენს უკვე ვიდეოში იხილავთ.


ასევე იხილეთ:

- შსს ბათუმის ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

- შეხლა-შემოხლა აჭარის შს სამმართველოს უფროსსა და საია-ს თანამშრომლებს შორის

იხილეთ ინგლისურად