loader

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროში

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. შს სამინისტროში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სამინისტროს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები მიწვეულ სტუმრებს პირადად შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა გააცნეს.

შს მინისტრმა, პრემიერმა და სტუმრებმა შენობის ეზოში სიტყვით მიმართეს პოლიციელებს და მათ პოლიციის დღეს მიულოცეს. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა 50 წარჩინებული თანამშრომელი დააჯილდოვა.

ასევე იხილეთ:

ღარიბაშვილი სპორტსმენია და ხელჩართული ჩხუბიც თუ დასჭირდა, არ დაიხევს უკან - ბიძინა ივანიშვილი

ქართული პოლიცია ჰუმანურობისა და კანონიერების დაცვით ნდობას დაიმსახურებს - ღარიბაშვილი

400-მდე ახალი ავტომობილი და მოტოციკლი საპატრულო პოლიციისთვის - ინოვაცია შსს-ში