loader

"მერაბიშვილმა მითხრა: სანამ ასეთ ბანდიტებს 200-მდე არ ჩავაწვენ, არ მოვისვენებო" - ელენე თევდორაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერაბიშვილმა მითხრა: სანამ ასეთ ბანდიტებს 200-მდე არ ჩავაწვენ, არ მოვისვენებო" - ელენე თევდორაძე

ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის სკანდალური ფაქტების შესახებ ისაუბრა.

"კარგად მახსოვს, მთავრობის ლოჟაში იმყოფებოდა ვანო მერაბიშვილი. წინა დღით თვითმხილველები მომიყვნენ საშინელ სიტუაციას, როგორ იყო დაჩოქილი დიღომში სამი ადამიანი და იხვეწებოდნენ, ნუ დაგვხრიტავთ, დაგვაპატიმრეთ. მე სულ ახლახან ვნახე ეს კადრები, როგორ ცხრილავს ადამიანებს დათა ახალაია. რა თქმა უნდა, მე ეს უნდა მეთქვა. მერაბიშვილთან მივედი და ყველაფერი ვუთხარი. პასუხად მივიღე: "არ მოვისვენებ, სანამ ასეთ ბანდიტებს 200-მდე არ ჩავაწვენ და შეიძლება თქვენც მიგაყოლოთო".

ასევე იხილეთ: "შაშკინის დროს პატიმრები მირეკავდნენ: ბაჩო გვენატრებაო" - ელენე თევდორაძე

იხილეთ გადაცემა "აქ და ახლა"  სრულად