loader

"მეც ჩავჯდები ციხეში ცოტა ხნით, ოღონდ მომწყდეს ეს ხალხი..." - ვახტანგ რჩეულიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეც ჩავჯდები ციხეში ცოტა ხნით, ოღონდ მომწყდეს ეს ხალხი..." - ვახტანგ რჩეულიშვილი

მაიასა და რუსუდანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, კლიენტები ვერაფერს მიიღებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ერთ წელიწადში "ცენტრ პოინტს" მომჩივანი აღარ დარჩება, მაგრამ თუ მაია და რუსუდან კერვალიშვილების მისამართით გამამყტუნებელი განაჩენი დადგება, კლიენტები ვერაფერს მიიღებენ, გარდა იმისა, რომ შესაძლოა, დაუმთავრებელი სახლები გადაეცეთ.

ყოფილი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა კომპანიის მმართველობისას საჭირო სიმკაცრე არ გამოიჩინეს, რადგან ცუდ გადამხდელებს ბინებს არ უყიდნენ, რითაც კარგ გადამხდელებსაც და საკუთარ თავსაც აზარალებდნენ. კომპანიაში შექმნილ პრობლემებს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი "დექსუსის" მმართველობის პერიოდს უკავშირებს, რომელსაც, მისი შეფასებით, წინა ხელისუფლება არჩევნების დასაფინანსებლად იყენებდა. თუმცა, ვახტანგ რჩეულიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ამ მოსაზრებას რუსუდან კერვალიშვილი კატეგორიულად არ იზიარებს.

რჩეულიშვილმა ასევე გმირობა უწოდა "ცენტრ პოინტის" საქმიანობას და აღნიშნა, რომ მადლიერი უნდა იყოს ყველა კლიენტი, რადგან ომის და ათასი უბედურების მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა და ყოველ გადახდილ 100 დოლარზე მოქალაქეები 90 დოლარის პროდუქტს იღებდნენ.


ასევე იხილეთ:

"ძაან ცოდვა ვარ, ხალხო" - მაია რჩეულიშვილი

"ათი წელია ჩემი ფული გაქვთ და მე ვარ უზრდელი?!" - ინციდენტი "ცენტრ-პოინტის" ოფისში

იხილეთ ვიდეო ინგლისურად