loader

ვაზაგაშვილის ავტომობილში იარაღის ჩადებას ირაკლი ფირცხალავა ცდილობდა - გელა მებონია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაზაგაშვილის ავტომობილში იარაღის ჩადებას ირაკლი ფირცხალავა ცდილობდა - გელა მებონია

კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გელა მებონია, რომელიც 2006 წელს კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის თანამონაწილეა, აცხადებს, რომ ვაზაგაშვილისა და მისი თანმხლებების ავტომობილში იარაღის ჩადებას პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ცდილობდა.

როგორც "პალიტრა TV"-ს მებონიამ განუცხადა, იმ ავტომობილში, სადაც ვაზაგაშვილი იჯდა, იარაღი ნამდვილად იყო, თუმცა, გასროლა არ მომხდარა და ახალგაზრდების ავტომობილს 117 ტყვია სპეცრაზმელებმა ქუჩის მეორე მხრიდან ესროლეს.

ყოფილი პოლიციელი მზადაა, ვაზაგაშვილის საქმეზე დეტალები გამოძიებას მოუყვეს. მისი განცხადებით, სროლების შემდეგ თავად შეამოწმა BMW-ს მარკის ავტომობილი, სადაც ვაზაგაშვილი და კიდევ ორი პირი ისხდნენ, შეამოწმა იარაღიც, რომლიდანაც, მისი თქმით, გასროლა არ განხორციელებულა.

იხილეთ ასევე: ახალი დეტალები სანდრო გირგვლიანის საქმეზე - რას ყვება ყოფილი პოლიციელი