loader

ხათუნა კალმახელიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხათუნა კალმახელიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა

მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით ხათუნა კალმახელიძე იკითხება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, რადგან დაინტერესებულია ობიექტური გამოძიების შედეგებით. მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით ხათუნა კალმახელიძესთან ერთად დიმიტრი შაშკინიც დაიბარეს. როგორც "მეცხრე არხს" დიმიტრი შაშკინმა სატელეფონო კომენტარში განუცხდა, იგი საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდება და გამოძიების ყველა კითხვას უპასუხებს. საქმე საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს ეხება, რაზეც უახლოეს მომავლში ბაჩანა ახალაიაც დაიკითხება.

არჩილ კბილაშვილის უწყების სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამებისა და მათ მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პროკურატურის ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ დანაყოფებში წარმოებული სისხლის სამართლის ათეულობით საქმის, ასევე ამ საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების დეტალური შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედებებზე უფლებამოსილი სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის რეგულარული შეუსრულებლობის, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები.