გურამ დონაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება
გურამ დონაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს დანაშაული არ არის, - ამის შესახებ დონაძის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ "პალიტრა TV"-ს განუცხადა. ადვოკატმა გურამ დონაძის დაბრუნების დეტალები დააზუსტა და აღნიშნა, რომ შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში საკუთარი ნებით დაბრუნდა. დონაძე გერმანიიიდან თურქეთში თვითმფრინავით ჩავიდა, რის შემდეგაც საქართველოს საზღვარი ავტომობილით თურქეთიდან, ადვოკატთან ერთად გადმოკვეთა.
როგორც დავით ხაჟალიამ აღნიშნა, დონაძე სწორედ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სარფში, კანონით დადგენილი პროცედურების ფარგლებში დააკავეს.
ასევე იხილეთ:
გურამ დონაძე დააკავეს
დარწმუნებული ვარ საკუთარ უდანაშაულობაში და ვეცდები, ეს დავამტკიცო - გურამ დონაძე