loader

"ყველას მოგხედავთ, არავინ შეგეხებათ ხელით" - რას ჰპირდება გიორგი ტუღუში პატიმრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველას მოგხედავთ, არავინ შეგეხებათ ხელით" - რას ჰპირდება გიორგი ტუღუში პატიმრებს

გლდანის ციხეში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის ინიციატივით, ჟურნალისტები, მათ შორის, "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

გიორგი ტუღუშმა საპატიმროს ეზოში ხმამაღლა მიმართა პატიმრებს და განაცხადა, რომ პატიმრებს ხელს ვეღარავინ დააკარებს, მსჯავრდებულების მდგომარეობა გაუმჯობესდება და ამის გარანტი პირადად იქნება.

ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა. მისი თქმით, #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებას საპატრულო პოლიცია დატოვებს. ასევე, უნდა მოხდეს სისტემის სრული ცვლილება და სამსახურებიდან დათხოვნილი იქნებიან არა მხოლოდ თანამდებობების პირები, არამედ რიგითი თანამშრომლები, რომელთაც პატიმართა უფლებების დარღვევაში მიუძღვით წვლილი.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, კადრების შერჩევა ეტაპობრივად მოხდება. ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს და სასჯელაღსრულების სამინისტროში ძველ თანამშრომლებს ჩაანაცვლებენ.

ამასთან, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ მეტი საშუალება, რომ ჰქონდეთ ხშირი კონტაქტი პატიმრებთან და სამინისტროს დაეხმარონ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ასევე იხილეთ: რა ხდება გლდანის ციხეში - პირველი კადრები საპყრობილიდან